logo
ENG



"წყალი არც ზამთარში მოგვეწოდება, არც ზაფხულში" - სურამში საპროტესტო აქცია გაიმართა

26 მარ 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

სასმელი წყლის მოთხოვნით სურამში მოსახლეობა ისევ შეიკრიბა და გამაფრთხილებელ აქციას მართავს. ისინი აცხადებენ, რომ წლებია, რაც ბუღაურას დასახლებაში სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, ამორტიზებულია საუბნო გზები და საკანალიზაციო სისტემაც.

"პარლამენტარები ჩამოვიდნენ, ტყეში სახლები იყიდეს, ადგილები იყიდეს. აქ, ალბათ, სპეციალურად არ გვიკეთებენ გზას, რომ არავინ არ მოვიდეს. წელიწადში სეზონი სულ ორი თვეა, ამ ორ თვეში, ვინც ამ გზაზე შემოვა, არავინ არ გაჩერდება, გარბიან თავისთავად. წყალი გაგვიკეთეს, როცა მოდის ტალახიანია და როცა არ მოდის, სულ არ მოდის", - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ ფორმულასთან საუბრის დროს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი ზამთარ-ზაფხულ არ მიეწოდებათ, ხოლო თუ მოდის, მხოლოდ ტალახიანი. მათი თქმით, ამ პროექტის დასასრულებლად ბიუჯეტიდან თანხა იყო გამოყოფილი, თუმცა პროექტი ისევ არ დასრულებულა და მას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგება არ იბარებს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, დასახლებაში არსებული პრობლემები მოაგვარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყვეტ აქციებს აანონსებენ.


close დახურვა